ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთიმ Top|Card და Top|Card Black Edition-ის მომხმარებლებისთვის გადახდის გადანაწილების პირობები კიდევ უფრო გააუმჯობესა.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უკვე განხორციელებულ მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე დამატებით 1, 2 ან 3 თვე აირჩიონ და ხარჯები უფრო გრძელვადიანად გადაანაწილონ.
ცვლილება ძალაში შედის როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ ობიექტებში გადახდილ ტრანზაქციებზე.
გადანაწილების დამატება შესაძლებელია მარტივად – ლიბერთის მობაილ ან ინტერნეტ ბანკიდან, გადასახადის პირველ დარიცხვამდე, სანამ თანხა სრულად არ არის დაფარული ან შემცირებული.
დამატებული თვეების საკომისიო გადახდილი თანხის 2%-ს შეადგენს და ავტომატურად ჩამოიჭრება ბარათზე არსებული ლიმიტიდან;
ამ თანხის დაფარვა კი მოხდება მომდევნო თვეში.
ამავდროულად, გადანაწილების დამატება არ ვრცელდება თანხის განაღდებაზე, ანგარიშიდან გადარიცხვაზე და „გემბლინგის“ ტრანზაქციებზე.
რა არის ტოპ|ქარდი: ტოპ|ქარდი არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ. ტოპ|ქარდი გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან. ტოპ|ქარდის ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე. ტოპ|ქარდის აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო. მიხედვით. ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო და მისი მიღება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ლიბერთის ფილიალებში.